loader

რა ხდებოდა "იბერიას" ეზოში სადაც ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დიანა ჯოჯუა, თენგო გოგოტიშვილი და სხვა ჟურნალისტები იმყოფებიან - ნიკა გვარამიას LIVE - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა "იბერიას" ეზოში სადაც ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დიანა ჯოჯუა, თენგო გოგოტიშვილი და სხვა ჟურნალისტები იმყოფებიან - ნიკა გვარამიას LIVE

ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მაუწყებლობას, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს დაიწყებს. ტელევიზია დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში განთავსდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ტექნიკა, რომლითაც ტელეკომპანიამ უნდა იმუშაოს, „იბერიას“ ეკუთვნის. ჯერჯერობით უცნობია საინფორმაციო გამოშვების სახელწოდება. გვარამია აცხადებს, რომ ეთერში ღამე გავა გადაცემა „კვირის აქცენტები“ - ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემის დასრულების შემდეგ.

„დროებით ვიქნებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში. ეს იქნება დროებითი მაუწყებლობა, იმიტომ, რომ სტუდიისა და ტელევიზიის გამართვას დრო სჭირდება. თან, საბოლოოდ არ გვაქვს შერჩეული ლოკაცია, ვმსჯელობთ რამდენიმე ვარიანტზე და სანამ ეს ყველაფერი მოგვარდება, არ მიმაჩნია სწორად, რომ ეთერში არ ვიყოთ. ამიტომ, ეთერში დროებითი მაუწყებლობით გავალთ.

ტექნიკა, რომელსაც „მთავარი არხი“ გამოიყენებს, ეკუთვნის „იბერიას“. სავარაუდოდ, მერე ეს ტექნიკა ჩადებული იქნება საწარმოში, კაპიტალში ზაზა ოქუაშვილის მიერ. მე, მგონია, რომ ზაზა ოქუაშვილი თავისი ნებით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული დემოკრატიის განვითარებაში. ჩემთვის პირადად, ეს ძალიან მაგარი ამბავია.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, თუ ვინ იმუშავებს „მთავარ არხზე“ - მე ვინც მჭირდება ყველა მყავს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.