loader

უახლესი ინფორმაცია პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ - ექიმი აღწერს, რა დაზიანებები აქვს მიყენებული მცირეწლოვანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია პეკინზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ - ექიმი აღწერს, რა დაზიანებები აქვს მიყენებული მცირეწლოვანს

პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება. როგორც ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

,,ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა", - განაცხადა მედეა რამიშვილმა.