ალაზნის ველზე უძველესი სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დაახლოებით ძვ.წ-აღ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.