loader

ბრაზილიის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონის მეუღლე გაანაწყენა - დიპლომატიური უთანხმოება პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონის მეუღლე გაანაწყენა - დიპლომატიური უთანხმოება პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა

ჟაირ ბოლსონარომ "ფეისბუქის" პოსტზე, რომელიც მის 37 წლის მეუღლესა და მაკრონის ცოლს, ბრიჯიტს ერთმანეთს ადარებდა, კომენტარად დაწერა: "ნუ აყენებთ ამ კაცს შეურაცხყოფას, ჰაჰაჰა".

ბრაზილიის პრეზიდენტის სარკასტულ პოსტს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა. მაკრონმა ბოლსონაროს კომენტარს მისი ცოლისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელი უწოდა:

"სამწუხაროა. პირველ რიგში, სამწუხაროა მისთვის და ბრაზილიელებისათვის. ბრაზილიელ ქალებს ალბათ რცხვენიათ მათი პრეზიდენტის. ვინაიდან ბრაზილიელებისადმი ღრმა პატივისცემა მაქვს, იმედი მაქვს, რომ მათ მალე ეყოლებათ თანამდებობისათვის შესაფერისი პრეზიდენტი", - აღნიშნა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელია, ჟაირ ბოლსონაროსა და მის მესამე ცოლს შორის კი - 27.



ავტორი: სალომე აბულაშვილი