loader

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა. მეოთხე დღეს მსმენელის წინაშე ჰედლაინერები - ეიჩ ვი ოუ ბი, კლეპტონი, ვრილი და დაქს ჯეი წარდგნენ. ფესტივალი Echowaves-ი საქართველოში EXIT-ის ქოლგის ქვეშ უკვე მეორედ გაიმართა. საქართველოში მას Check in Georgia წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ Echowaves-დან აცნობეს, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის სანაპიროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედიის წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარ მიზანს, ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ქვეყანაში ტურიზმის, რეგიონში კი ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. გასულ წელს ანაკლიის ფესტივალს 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები.

„ანაკლიის სანაპიროზე, მუსიკის გარდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა სტუმრებს არაერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი ღონისძიება შესთავაზეს. ასევე, ყოველდღე ეწყობოდა ფერების შოუ, იოგის მასტერკლასი და სხვადასხვა სპორტული აქტივობა. სტუმრებს სანაპიროზე დაახლოებით 15 ბარი ემსახურებოდა.

„წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.