"ბიბლუსმა" სოფელ აძვის სკოლის პირველკლასელებს სასკოლო საჩუქრები გადასცა
წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და პირველკლასელებს სრული სასკოლო ნივთები გადასცეს საჩუქრად. აძვის საჯარო სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს 10 პირველკლასელი ეყოლება. ინფორმაციას "ბიბლუსი" ავრცელებს.
"ძალიან ემოციური შეხვედრა გამოგვივიდა. სკოლა რუსეთის სამხედრო ბაზიდან 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს უკვე ცალსახას ხდის იმ ფაქტს, თუ როგორ სტრესულ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა-განათლების მიღება და ზოგადად, ცხოვრება. ამ ნაბიჯით გვინდოდა, მათთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა და გვეთქვა, რომ მუდმივად გვახსოვს ისინი და ვზრუნავთ მათზე", - აცხადებს "ბიბლუსის" წარმომადგენელი თაკო ღაჭავა.
ბავშვებისთვისაც ძალიან ემოციური იყო "ბიბლუსის" წარმომადგენლების სტუმრობა და საჩუქრები. ბავშვებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.