loader

ბარსელონას სანაპიროზე, 3 მეტრის სიღრმეში, სანაპიროდან 25 მეტრში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარსელონას სანაპიროზე, 3 მეტრის სიღრმეში, სანაპიროდან 25 მეტრში, ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

ბარსელონაში ტურისტებისთვის პოპულარულ ერთ-ერთ სანაპიროზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. მომხდარის შემდეგ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია განახორციელა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოწყობილობა ძველი იყო, შესაძლოა 80 წლის წინანდელი, მაშინ, როდესაც ესპანეთის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფის მიზნით სპეციალისტები დღეს იმუშავებენ. მოწყობილობა 3 მეტრის სიღრმეში, სანაპიროდან 25 მეტრში იყო განთავსებული.

ინციდენტმა სანაპიროზე მყოფი ტურისტების მცირედი პანიკა გამოიწვია, თუმცა ვიზიტორების უმრავლესობას სანაპირო არ დაუტოვებია.