"დედამიწის ფილტვები" იწვის: ვიდეო ამაზონის ტროპიკული ტყეებიდან
ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში რეკორდული რაოდენობის ხანძარი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის კოსმოსური კვლევის სააგენტოს ახალი მონაცემებიდან ირკვევა.
როგორც ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, მისმა თანამგზავრმა დააფიქსირა, რომ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ხანძრების რაოდენობა ამაზონის ტყეებში 83%-ით არის გაზრდილი. მკვლევარებმა 72 000-ზე მეტი ხანძარი დააფიქსირეს იანვრიდან აგვისტომდე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.
კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის ცნობით, დაახლოებით ბოლო ერთ კვირაში 9500-ზე მეტი ხანძარი დააფიქსირეს. მათი უმრავლესობა ამაზონის რეგიონს მოიცავს.
ტყეებში ხანძარს ბრაზილიაში ძირითადად მშრალი ამინდი იწვევს, თუმცა ამჯერად ხანძრების რეკორდულ რაოდენობას საქონლის საძოვრების შექმნისთვის ტყეების არალეგალურად მასობრივად გაჩეხვას უკავშირებენ. ასეთ დროს ფერმერები ტერიტორიების გასასუფთავებლად სწორედ ცეცხლს ანთებენ.