სანამ დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული მამა დებატებში იღებდა მონაწილეობას, მის შვილს პარლამენტის სპიკერი უვლიდა
ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერი ტრევორ მალარდი თავისი კოლეგის შვილს უვლიდა, როდესაც მამა წარმომადგენელთა პალატაში დებატებში იღებდა მონაწილეობას.
ფოტო "ტვიტერის" გვერდზე თავად მალარდმა გააზიარა.
"ზოგადად, სპიკერის სკამის დაკავება მხოლოდ თავმჯდომარეს შეუძლია, თუმცა დღეს განსაკუთრებულმა სტუმარმა დაიკავა ჩემთან ერთად" - დაწერა ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა.
სპიკერ მალარდს სამი შვილი ჰყავს, ხოლო დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებულ დეპუტატ ტამატი კოფისთვის ეს პირველი დებატები იყო.