loader

პროეკურატურის კომენტარი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროეკურატურის კომენტარი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შესახებ

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული პირველი სასამართლო პროცესის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის სამინისტროს შენობაში პროკურორებმა კომენტარი გააკეთეს.

პროკურორების - ნათია მოგელაძისა და შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა საზოგადოების სახელით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ნათია მოგელაძემ განუცხადა, გამოძიებამ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება რევაზ დემეტრაშვილის ბრალდების შესახებ, რის შემდეგაც საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს წარედგინათ. მყარი მტკიცებულებების მოსმენის შემდეგ კი ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დემეტრაშვილი ნამდვილად დამნაშავე იყო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

ნათია მოგელაძე მიიჩნევს, რომ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება მათთვის მნიშვნელოვანია. თორმეტმა ადამიანმა საზოგადოების სახელით მიიღო გადაწყვეტილება. ათმა ორის წინააღმდეგ სარწმუნოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო პროცესი 14 ნოემბერს დაიწყო და თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა.
TOP.GE