loader

"არ ვიცი, რას მედავებიან, აგონიაში ვარ" - ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცი, რას მედავებიან, აგონიაში ვარ" - ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

არ ვიცი, რას მედავებიან, სიმართლე გითხრათ, აგონიაში ვარ, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას.
მისი თქმით, დღეს დაკითხვაზე აუცილებლად მივა.

"არ ვიცი, რას გამაცნობენ. მე აქტივი მაქვს ბანკიდან შეძენილი ქონებისგან. ბანკი ხომ აბრუნებს უკან დღგ-ს, როცა ვყიდულობთ ქონებას?! მაქვს აქტივი შეძენილი "ქართუ ბანკიდან", "თი-ბი-სი ბანკიდან" და "საქართველოს ბანკიდან" - თანაც, 2013 წელს. შევიძინე ქონება ჭავჭავაძეზე "ქართუ ბანკისგან"; ეკონომიკის სამინისტროსგან შევიძინე და "თი-ბი-სი ბანკისგან" შევიძინე შენობა დიღომში, რომელიც გავაკეთე. იმას ხომ მოჰყვა აქტივი?!" - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.