დრამატული კადრები ამაზონის წვიმიანი ტყიდან, სადაც მასშტაბური ხანძარია
ბრაზილიის კოსმოსურმა კვლევის ცენტრმა ამაზონის წვიმიან ტყეში მიმდინარე წელს ხანძრის 72 843 კერა დააფიქსირა. 2018 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 82%-ით არის გაზრდილი. ორშაბათს სან-პაულუ ერთი საათის განმავლობაში იყო პარალიზებული, როდესაც ძლიერმა ქარმა 2,700 კილომეტრის მოშორებით არსებული ხანძრის კვამლი მოიტანა.