loader

როგორ დასრულდა ბიჭისა და გოგოს ისტორია ჩანთების გაცვლის შემდეგ, რომელთაც მთელი თბილისი გულშემატკივრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დასრულდა ბიჭისა და გოგოს ისტორია ჩანთების გაცვლის შემდეგ, რომელთაც მთელი თბილისი გულშემატკივრობდა

2 დღის წინ 26 წლის თათია გოგოჭური და 21 წლის დათო ციციშვილი ქობულეთიდან ბრუნდებოდნენ.
ღამის 2 საათზე თათია დიდი დიღმის გადასახვევთან ჩამოვიდა და შემთხვევით, დათოს ჩანთა წაიღო. სახლში მისულმა თათამ აღმოაჩინა, რომ ჩანთა მისი არ იყო.

დათოს მეგობარმა არწიომ გევორქიანმა რამდენიმე დახურულ ჯგუფში გაავრცელა ინფორმაცია. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში მათ დაქორწინებას ითხოვდნენ.

გუშინ დათო და თათია ერთმანეთს შეხვდნენ და ჩანთები გაცვალეს. მომხდარზე კი ბევრს ხალისობენ.



ოპერატორი: გიორგი ფაილოძე