თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს - როგორ გამოიყურება გურჯი ხათუნის განსასვენებელი?
თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად სარკოფაგები აღმოაჩინეს.
"თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, ისტორიკოსების ცნობით, გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო.