loader

რეალურად, რა აფეთქდა რუსეთში და რატომ არის აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად რადიაციის დონე მომატებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეალურად, რა აფეთქდა რუსეთში და რატომ არის აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად რადიაციის დონე მომატებული

8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის ოლქში, სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა, შედეგად, რუსეთის ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 5 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ, თუმცა, მედიაში რუსული ოფიციალური უწყებებიდან მხოლოდ მცირე და გაფილტრული ინფორმაცია ხვდება.

აფეთქების შემდეგ რუსეთის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ცენტრი რადიოაქტიური მასალების გამოყენებით, ენერგიის წყაროს შექმნაზე მუშაობს. მაშინ გაჩნდა პირველი ეჭვი, რომ პოლიგონზე ბირთვული რეაქტორი აფეთქდა, თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს ნაკლებსავარაუდოა.

გარდაცვლილები 12 აგვისტოს საროვში დაკრძალეს. დაკრძალვაზე "როსატომის" დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ ისინი ახალი "სპეცმოწყობილობის" გამოცდის დროს დაიღუპნენ.