ვრცელდება თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახების ამსახველი კადრები
მოსკოვთან, ჟუკოვსკში, "ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი "აირბუს A321", რომელიც სიმფეროპოლისკენ მიფრინავდა, მინდორზე ავარიულად დაეშვა. ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 234 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიული დაშვებისას 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2-დან 9 წლამდე ასაკის 9 ბავშვია. ოთხ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
აეროპორტში სასწრაფოდ დაბრუნების მიზეზი თვითმფრინავის ორივე ძრავაში ფრინველების მოხვედრა გახდა, რამაც ცეცხლი გააჩინა.
ეკიპაჟმა თვითმფრინავის დასმა მინდორზე, აეროპორტის საფრენი ზოლიდან ერთ კილომეტრში მოახერხა.
შესაბამისმა სამსახურებმა საავიაციო ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.
კადრებს Telegram-канал «360» ავრცელებს.