22 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს - Echowaves-ს უმასპინძლებს
22 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს - Echowaves-ს უმასპინძლებს. ფესტივალისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
როგორც ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამჟამად ტერიტორიაზე სცენების განთავსება და საფესტივალო გარემოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, წელს ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატება და ჯამში, 8 მოქმედ სივრცეს ვიხილავთ.
დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. ღამით კი, მათთვის 150-მდე შემსრულებელი წარდგება.
საფესტივალო ტერიტორიის გარეთ ე.წ კარვების ქალაქის მოწყობაც იგეგმება, სადაც სტუმრებს განთავსების საშუალება ექნებათ.