"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ამერიკული ჯგუფი "კონტი" ტოვებს
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი "პალიტრანიუსთან" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული "კონტი ჯგუფის" გასვლას ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.
კონსორციუმში არ საუბრობენ არც იმაზე, როგორ აისახება ეს პროექტის მომავალზე.
ცნობისთვის, ამერიკული "კონტი ჯგუფი" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.
კონსორციუმში არ საუბრობენ არც იმაზე, როგორ აისახება ეს პროექტის მომავალზე.
ცნობისთვის, ამერიკული "კონტი ჯგუფი" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.