loader

მასშტაბური ხანძარი ათენთან, 40-გრადუსიანი სიცხე და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას უშლის ხელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასშტაბური ხანძარი ათენთან, 40-გრადუსიანი სიცხე და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას უშლის ხელს

საბერძნეთმა დღის მეორე ნახევარში ევროპის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს კუნძულ ევბეიზე ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის თხოვნით მიმართა, სადაც ქვეყნის თხოვნაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. საბერძნეთში ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია შესაბამისი თვითმფრინავები ხორვატიიდან და იტალიიდან.

ამ დროისთვის, კუნძულზე ტყის ხანძარს 227 მეხანძრე, 75 სატრანსპორტო საშუალება, მოხალისეები, 6 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი აქრობს. სახანძრო დაცვის სამსახურის მოთხოვნით, ევაკუირებულია 4 სოფლის მოსახლეობა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კარიაკოს მიცოტაკისმა ტყის ძლიერი ხანძრების გამო შვებულება შეწყვიტა.

საბერძნეთში 40-გრადუსიანი სიცხე და ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის ჩაქრობას უშლის ხელს.