loader

ეკრანზე რუსული დროშის გამოჩენას სტვენა და ხმაური მოჰყვა - რა ხდებოდა "ბლექსი არენაზე" რამდენიმე წუთის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკრანზე რუსული დროშის გამოჩენას სტვენა და ხმაური მოჰყვა - რა ხდებოდა "ბლექსი არენაზე" რამდენიმე წუთის წინ

კონცერტის დაწყებამდე "ბლექსი არენას" დიდ ეკრანზე, როგორც წესი, დარბაზში შეკრებილ მსმენელს აჩვენებენ. ამჯერადაც რამდენიმე ქვეყნის დროშა ტელეფონებით წარმოადგინეს. რუსეთის დროშის გამოჩენა მსემენელებმა გააპროტესტეს ხმაურითა და შეძახილებით. ქართველმა მაყურებლებმა ასევე გააპროტესტეს ოკუპაცია და ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდეს წარწერებით, რომლებსაც ტელეფონებით აჩვემებდნენ დიდ ეკრანზე.

შეკვეთილში "ბლექსი არენას" სცენზე ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე პოპულარული მუსიკოსი და მსახიობი ჯარედ ლეტო მუსიკალური ბენდის 30 Seconds To Mars-თან ერთად წარსდგება. კონცეერტი 21 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის გამო მაყურებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. "ჯარედ, დავბერდით" - წერდნენ ისინი სოციალურ ქსელში შექმნილ თემატურ ჯგუფებში.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მუსიკოსი მსმენელის წინაშე ცნობილ ჰიტებს 1:30 წუთის განმავლობაში შეასრულებს.

როკ-ბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია.

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო მუსიკალურ სფეროშიც საკმაოდ წარმატებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.


ავტორები: მარიკო კეკელიძე, თაზო ზარიძე