loader

გასაჩივრების მიუხედავად, "დინამო" – "ფეიენოორდის" დაპირისპირება გულშემატკივრის გარეშე გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გასაჩივრების მიუხედავად, "დინამო" – "ფეიენოორდის" დაპირისპირება გულშემატკივრის გარეშე გაიმართება

უეფამ არ დააკმაყოფილა თბილისის „დინამოს“ მოთხოვნა და როტერდამის „ფეიენორდთან“ მატჩი „დინამო არენაზე“ გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის „დინამო“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, უეფას ეთიკისა და დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა. კერძოდ, უეფას გადაწყვეტილებით, „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს. ამასთან, უეფამ "დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა. უეფას ცნობით, სანქციების მიზეზი აზერბაიჯანული "გაბალასთან" მატჩისას „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილებია. "დინამომ" უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, უშედეგოდ.