"წმინდა რუსეთი" იწვის - "ღმერთო, რატომ ასე სიმბოლურად?"
რუსეთის ნიჟეგოროდის ოლქში სამგზავრო თბომავალი "წმინდა რუსეთი" იწვის, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თბომავალი ერთი წელი რემონტდებოდა და ის ქალაქის პატარა დოკში იდგა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბომავლის უწინდელი სახელწოდება "სამშობლოა". "ღმერთო, რატომ ასე სიმბოლურად?" - წერს რუსული მედიასაშუალება Канал BAZA.