"ტვ პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა: "ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები"
"ტვ პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.