loader

მიმდინარეობს თუ არა გამოძიება კეზერაშვილის წინააღმდეგ ისრაელში? - თავად კეზერაშვილი აქვეყნებს კომენტარს: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიმდინარეობს თუ არა გამოძიება კეზერაშვილის წინააღმდეგ ისრაელში? - თავად კეზერაშვილი აქვეყნებს კომენტარს: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს"

თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით ისრაელში კეზერაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ინფორმაციის შესახებ ისრაელის მედია საშუალებებიც წერენ. ერთ-ერთ ასეთ სტატიას სოციალურ ქსელში დავით კეზერაშვილიც აზიარებს და მიუთითებს, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია. როგორც მედიასაშულებები წერენ, საუბარია 2007 წელს საქართველოსთვის მიყიდულ ვერტმფრენებზე, რა დროსაც თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი იყო.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარები გაკეთდა საქართველოშიც. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ისრაელში კეზერაშვილთან დაკავშირებული ყველა პოტენციური ბრალდება არის გაქარწყლებული. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით კი, საქართველოც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა კეზერაშვილმა.