loader

"უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს, სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! - მამუკა ხაზარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს, სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! - მამუკა ხაზარაძე

"თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აანონსებს, რომ სექტემბერში სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსების დაცვა და ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა იქნება.

"მეგობრებო, თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს - ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია. დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ - ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით.

ღირსება ხომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა. ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ, ან ემონები. ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება", - წერს ხაზარაძე.