მამუკა ბახტაძე ყურბან ბაირამის დღესასწაულზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია, რომ შესაძლებლობა ეძლევა მოსახლეობას დღესასწაული პირადად მიულოცოს. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განცხადა, რომ საქართველოს ძლიერება სწორედ მის მრავალფეროვნებაშია.