"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი, მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?
შშმ პირი ზურა ნემსაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ბათუმში საზეიმოდ გახსნილი ადაპტირებული საცურაო ბილიკი მეორე დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს. როგორც ნემსაძე აცხადებს, სურდა ამ სერვისით სარგებლობა, მაგრამ მას სპეციალური სავარძელი ადგილზე აღარ დახვდა.