რუსეთში რეაქტიული ძრავის დამონტაჟებისას აფეთქება მოხდა, დაფიქსირდა რადიაციის გადაჭარბება - აფეთქების პირველი წამები
რუსეთში, არხანგელსკის ოლქში რეაქტიული ძრავის დამონტაჟების დროს მორიგი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით დაღუპულები "როსატომის" თანამშრომლები იყვნენ. დაშავებლებს სხეულის ძლიერი დამწვრობა აქვთ მიღებული.
აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რადიაციის მაჩვენებელ მოწყობილობაზე ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, თუმცა, რამდენიმე წუთში რადიაციის დონე დაეცა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფეთქების მეორე შემთხვევაა.
რამდენიმე დღის წინ ციმბირის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.