loader

რა ხდება გენერალურ პროკურატურასთან, სადაც ნიკა გვარამია მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება გენერალურ პროკურატურასთან, სადაც ნიკა გვარამია მივიდა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალის დადგენილება უნდა გააცნონ.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.