loader

თუ რუსთავიდან თბილისში მგზავრობა ხშირად გიწევთ, გაზრდილი ტარიფი დაგხვდებათ - რამდენით მოიმატა მგზავრობის საფასურმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ რუსთავიდან თბილისში მგზავრობა ხშირად გიწევთ, გაზრდილი ტარიფი დაგხვდებათ - რამდენით მოიმატა მგზავრობის საფასურმა?

რუსთავის საკრებულომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის მიკროავტობუსებისთვის მგზავრთა გადაყვანის ახალი ტარიფი დაამტკიცა.

მგზავრები, რომლებიც კომპანია "ინტერტრანსი"-ს მომსახურებით სარგებლობენ, გაზრდილი ფასის გადახდა მოუწევთ.

ტარიფი გაიზარდა და 1.8 ₾ გახდა შემდეგ მარშრუტზე:

1. რუსთავი, თოდრიას წრე - თბილისი, დიდუბე;

2. რუსთავი, რკ. სადგური - თბილისი, დიდუბის ზედა გასასვლელი;

3. რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, რკ.სადგურის მოედანი;

4. რუსთავი, XII მიკრორაიონი - თბილისი, რკ.სადგური;

5. რუსთავი, გმირთა მემორიალი - თბილისი, ვარკეთილი;

6. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა - თბილისი, სპორტის სასახლე;