რა ხდება ჩინეთში - მთავრობამ საფრთხის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოაცხადა
ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „ლეკიმა“ უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. მოსალოდნელი საშიშროების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი - წითელი დონე გამოაცხადა. ტაიფუნის სიჩქარე ამჟამად 190 კმ/სთ-ია და ის ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს 10 აგვისტოს მიაღწევს. ქვეყნის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაციის ბრძანება გასცა. საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული ძიანსუსა და შანდუნის პროვინციებში.
აღსანიშნავია, რომ ტაიფუნმა „ლეკიმამ“ უკვე გადაუარა კუნძულ ტაივანს, სადაც 40 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთანავე, სტიქიის გამო კუნძულზე ავიარეისები გაუქმდა და სასწავლო პროცესი შეწყდა.