loader

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება - განათლების მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება - განათლების მინისტრი

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ახორციელებს პროგრამას, რომელიც ეხება უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე მოსამზადებელ პერიოდს და ის მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

როგორც ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აბიტურიენტები ცოდნის მიღებასთან ერთად, სხვა ყველა საჭირო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილები. მინისტრის თქმით, „ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი იქ მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, რომ საქართველოს სახელწმიფო ყველა მის მოქალაქეზე ზრუნავს“.

ასევე იხილეთ: განათლების მინისტრი: სექტემბერში სკოლებში ახალი ბუქები შევა, რომელიც, ფაქტობრივად, ბუქები აღარ არის და ლამის სრულყოფილი კომპიუტერია