ბაღდათში ავარიამ ახალგაზრდა წყვილი იმსხვერპლა - "ბე-ემ-ვე" მოტოციკლს შეეჯახა, რომელზეც შეყვარებულები ისხდნენ, შემდეგ კი ბორდიურზე ავარდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა.
19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა, ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ბაღდათის ცენტრში „ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.