loader

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკი აღნიშნავს, ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, რათა არ დაუშვან მაღალი ინფლაცია, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც. “ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს”, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა. 6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9321 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 ლარი შეადგინა.