მაშველებმა კაცი დახრჩობისგან დრონის დახმარებით გადაარჩინეს
მახინჯაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა 29 წლის ადგილობრივი კაცი მაშველი დრონის დახმარებით გადაარჩინეს. უწყების ცნობით, მოქალაქე ზღვაში 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. გადარჩენის ოპერაციაში ჩართეს სამაშველო კატერიც. კაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.