"შუამთობას გაუმარჯოს!" - პრემიერი სახალხო დღესასწაულზე ბეშუმში
ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაული „შუამთობა" ტრადიციულად, ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. წელს დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერი ადგილობრივი პროდუქციის გამოფენას გაეცნო და სპორტულ აქტივობებს, მათ შორის ტრადიციულ დოღს დაესწრო.