მძიმე ავარია კახეთში: დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვლა „ფორდში“ მჯდომი ქალი, 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, მამაკაცს სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნება და მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ნათია წითელაური