ცხვირის ძგიდის ოპერაციის დროს თბილისში 40 წლის პაციენტი გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
ცხვირის ძგიდის ოპერაციის დროს 40 წლის პაციენტი გარდაიცვალა. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში კრიტიკულად დამძიმდა. ირაკლი კობიაშვილს ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა.
10 დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, საბოლოოდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
კობიაშვილის მეუღლე მომხდარში ხუჯაძე-გოგინეიშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ნინო გოგინაშვილი ამბობს, რომ გართულებების თაობაზე არ გააფრთხილეს და ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს.
ვიდეო: რუსთავი 2