საპენსიო სააგენტო ახალ ვიდეორგოლს აქვეყნებს
საპენსიო სააგენტო კიდევ ერთ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ახალ რგოლში საპენსიო დანაზოგის უპირატესობებზე ძირითადი აქცენტი გაკეთებულია - დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე. ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ყველაზე დაცულ დანაზოგს 275-პროცენტიანი მომენტალური ამონაგები აქვს, რომელსაც ყოველწლიურად 10-11% სარგებელი ერიცხება.
ეს საპენსიო სააგენტოს რიგით მესამე ვიდეორგოლია საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან რვა თვის შემდეგ.
სტატისტიკური მონაცემები ასეთია: დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 854 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული, ხოლო მობილიზებული თანხა 306 მილიონ ლარს აჭარბებს.