ზაფხული, მზე, მინი-ჯუნგლები და უამრავი საჩუქარი - ეგზოტიკური საღამო ჟურნალ „ბომონდისგან“
26 ივლისს ჟურნალ „ბომონდის“ საზაფხულო წვეულება Exotic Summer-ი გაიმართა, რომელსაც „ბილტმორ თბილისის“ ბარ-რესტორანმა „აზურამ“ უმასპინძლა.
ღონისძიება დიზაინერის, ლაშა დევდარიანის აღმოსავლური ხალათის სტილის კოსტიუმების ჩვენებით დაიწყო, რომელშიც სამოდელო სააგენტო „ ნატალის“ მოდელები მონაწილეობდნენ, მათ ვიზუალზე კი „თეკო შენკენის მაკიაჟის“ სტუდიამ იზრუნა. გარდა ეგზოტიკური დახვედრისა და შემდეგ ჩვენებისა, სტუმრების განწყობაზე ფერადკანიანი მოცეკვავეები და ტამტამები ზრუნავდნენ. მათ ასევე დახვდათ ეგზოტიკური ხილის კუთხეები, რომლებიც ჰიპერმარკეტმა „გუდვილმა“ მოაწყო. გათამაშდა უამრავი საჩუქარი, რომელიც ჟურნალ „ბომონდის“ ბიზნესპარტიორებმა დააწესეს.