ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლის კომენტარი ქმრის დაკავების მოტივებზე
დღესდღეობით ირაკლის თავისუფლების აღკვეთის არანაირი მიზეზი არ არსებობს, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლემ, ირინა ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში სამართლიანობა არსებობს, ის აუცილებლად იზეიმებს. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.
ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.