ბოლო ინფორმაცია თუშეთიდან: ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის მამა და ორი შვილია
თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.
შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.
ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა. ავარიის ადგილას 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.