ბოლო წუთები საბედისწერო ავარიამდე თუშეთში - სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება
ბოლო წუთები საბედისწერო ავარიამდე თუშეთში - ვიდეოს სოციალურ ქსელში გვერდი "წამო თუშეთში კაია" ავრცელებს.
27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშავი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
როგორც ცნობილია, სატვირთოში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები იყვნენ. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.
გარდაცვლილებს შორის ოჯახის სამი წევრი, მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.