საქმის მასალებში ისეთი ადამიანის მოსმენები ვნახე, რომელიც ჰყვება პირადი ცხოვრების ტრაგიკულ დეტალებს - მამუკა ხაზარაძის ადვოკატი
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმის მასალების 21 ტომიდან 2 ტომი სატელეფონო მოსმენის მასალებია. ამის შესახებ კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც კორძაძემ აღნიშნა, მასალებში ისეთი ადამიანის მოსმენებიც დევს, რომელიც მისი პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალების შესახებ ჰყვება.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს ჰქონდათ სანქციები აღებული და უსმენდნენ ამ საქმეში ვინც ფიგურირებდა - ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ავთო წერეთელს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, „თიბისი ბანკის“ სხვა თანამშრომლებს, დაახლოებით 15-20 ადამიანს.
ასევე იხილეთ: მათ ჰქონდათ სანქციები აღებული და უსმენდნენ ამ საქმეში ვინც ფიგურირებდა - ზვიად კორძაძე "თიბისი ბანკის" საქმეზე