მამაკაცი პეტრო პოროშენკოს მანქანას შეახტა და დაცვის წევრებს ცრემლმდენი აირი შეასხა
უცნობი მამაკაცი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მანქანას იმ დროს შეახტა, როდესაც ის უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ტოვებდა. პოროშენკოს დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგ უცნობმა აქტივისტმა მათ ცრემლმდენი აირი შეასხურა. მცირე დაპირისპირების შემდეგ თავდამსხმელი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილიდან მიიმალა.