loader

"ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს - ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება" - ირაკლი ოქრუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს - ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება" - ირაკლი ოქრუაშვილი

ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება, - განაცხადა "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და მისი დაცვის წევრისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური შურისძიება უწოდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი "თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლისთვის ბრალის წაყენებასაც გამოეხმაურა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ხაზარაძეს უახლოეს მომავალში დაიჭერენ.

"როგორც უკვე აშკარაა და თქვენთვისაც ნათლად ჩანს, ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჩემი მეგობრის და ჩემი დაცვის წევრის დაპატიმრებაში, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. გუშინ, გვიან სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და ამის გამო მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა ბრალი და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეზე: ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.