loader

94 წლის მოხუცმა ქალმა საარჩევნო ბიულეტენი საჯაროდ დახია და შეჭამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

94 წლის მოხუცმა ქალმა საარჩევნო ბიულეტენი საჯაროდ დახია და შეჭამა

უკრაინის ქალაქ ლვოვში 94 წლის მოხუცმა ქალმა საარჩევნო უბანზე სკანდალი მოაწყო. მან კატეგორიული უარი განაცხადა გადასატან ყუთში ჩაეგდო ბიულეტენი და საარჩევნო უბნის წევრებთან 4 საათის განმავლობაში ჩხუბობდა. მოხუცის აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი შეყვანილი იყო იმ პირთა სიაში, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ და გადასატანი ყუთით უნდა მისცენ ხმა. მიუხედავად საარჩევნო უბნის წევრთა არაერთი განმარტებისა, რომ იგი კანონს უნდა დამორჩილებოდა და ხმა სახლში მიეცა, მოხუცი აგრესიული ტონით აგრძელებდა საკუთარი მოსაზრების მტკიცებას, ბოლოს კი დემონსტრაციულად დახია ბიულეტენი და შეჭამა.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნები შერეული სისტემით მიმდინარეობს: 225 დეპუტატს პროპორციული სიით ირჩევენ, 199-ს კი მაჟორიტარულით.

არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. პროცესს 1719 დამკვირვებელი აკვირდება.