გოგონა მიმავალი ავტობუსიდან ჩავიდა და ბორბლებში ჩავარდა - როცა პოლიციამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაშიფრა, სულ სხვა ვერსია გაჩნდა...
უბედური შემთხვევა მოხდა თურქეთში, საქალაქო ტრანსპორტში. 18 წლის გოგონა მიმავალი ავტობუსიდან, რომელსაც კარი რატომღაც ღია ჰქონდა, მოულოდნელად ჩავიდა და ბორბლებში ჩავარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, განიხილება ორი ვერსია: უბედური შემთხვევისა და თვითმკვლელობის. პოლიციას და საზოგადოებას კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ავტობუსში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც ჩანს, ტრანსპორტიდან ჩასვლამდე როგორ აძლევს გოგონა გვერდით მჯდომ მამაკაცს ქაღალდის მსგავს ნივთს.