loader

სახლში დამონტაჟებულმა კამერამ ათენში მომხდარი მიწისძვრა დააფიქსირა - უახლესი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახლში დამონტაჟებულმა კამერამ ათენში მომხდარი მიწისძვრა დააფიქსირა - უახლესი კადრები

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით 23 კილომეტრის დაშორებით, დასახლებულ პუნქტ მაგულასთან დაფიქსირდა.

მაგნიტუდა 5,3 იყო. ეპიცენტრი 12,9 კილომეტრის სიღრმეზე იყო დედამიწის ზედაპირიდან. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იყო პანიკა მოსახლეობასა და ტურისტებს შორის. შეფერხებული იყო მობილური კავშირი და გარკვეულ რაიონებში ცოტა ხნით დენი გაითიშა. შედეგად რამდენიმე ადამიანი ლიფტებში გაიჭედა.