რა შეთანხმების საფუძველზე ითხოვს ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის მის საკუთრებაში გადაცემას
ახლა შეგვაქვს ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადების თაობაზე გუშინ ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებულ "რუსთავი 2"-ის წილებზე. რაც შეეხება სარჩელს, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისადმი "რუსთავი 2"-ის გადაცემის მოთხოვნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის გადაცემის მოთხოვნის საფუძველი ის შეთანხმებაა, რომელიც ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს დაიდო.
როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის გადაცემის მოთხოვნის საფუძველი ის შეთანხმებაა, რომელიც ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს დაიდო.